logo
ENG



პატრიარქი: მივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლეთ, მოუსმინეთ ერთმანეთს

31 ოქტ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
x5qnixmxsmr3sk6.png

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა და განაცხადა, რომ არჩევნებში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მან მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს", - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა